ქაბულში ათობით ადამიანი ბანკებისა და ვალუტის გაცვლის ობიექტების დახურვას აპროტესტებს
ქაბულში ათობით ადამიანი ბანკებისა და ვალუტის გაცვლის ობიექტების დახურვას აპროტესტებს

ქაბულში ათობით ადამიანი ბანკებისა და ვალუტის გაცვლის ობიექტების დახურვას აპროტესტებს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათობით დემონსტრანტი მსვლელობას მართავს ქაბულში მდებარე ერთ-ერთ ბანკთან. ბანკები და ვალუტის გაცვლის ობიექტები 15 აგვისტოდან დახურულია.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ავღანური ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნისა და საკვების ფასის მკვეთრი ზრდის გამო, ავღანელების ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო რთული გახდა. ამას გარდა, გაერო ავღანეთში გვალვის გამო სურსათის დეფიციტს პროგნოზირებს.