ქაბულში აფეთქებისა და სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ქაბულში აფეთქებისა და სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ქაბულში აფეთქებისა და სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

ქაბულის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქის დასავლეთ ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილზე იყო მიმაგრებული. აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი, დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება.

ამასთან, აღმოსავლეთ ქაბულში ავღანეთის პროკურორი მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, პროკურორი სამსახურში მიდიოდა, როდესაც მას ცეცხლი გაუხსნეს. მომხდართან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

„ალ ჯაზირა“ წერს, რომ „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას შორის დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, ავღანეთში მსგავსი შემთხვევები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გახშირდა.

დატოვე კომენტარი