ქაბულში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
ქაბულში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

ქაბულში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 20 პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქების სამიზნე ავღანელი პარლამენტარი ხან მოჰამედ ვარდაკი იყო, რომელიც აფეთქებას გადაურჩა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

„როიტერი“ წერს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ავღანეთში მსგავსი შემთხვევების გახშირდა.