ქაბულში აფეთქებას სულ მცირე 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 
ქაბულში აფეთქებას სულ მცირე 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად სხეულის დაზიანება 50-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის სამიზნე საინფორმაციო სააგენტო „ავღანეთის ხმის“ ოფისი იყო.

თვითმხილველებზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან აფეთქების ადგილის სიახლოვეს სტუდენტები მკვლევარებთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.