ქაბულის უნივერსიტეტთან აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

10:00, 19.07.2019

ავღანეთში, ქაბულის უნივერსიტეტთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 26 კი, დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ავტომობილზე იყო მიმაგრებული.

ბომბი იმ სტუდენტების სიახლოვეს ამოქმედდა, რომლებიც გამოცდაზე შესასვლელად უნივერსიტეტის წინ იკრიბებოდნენ.

მსგავსი