ქაბულის აეროპორტთან სროლის შედეგად ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთი თანამშრომელი დაიღუპა

10:28, 23.08.2021

დღეს დილით, ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და დაუდგენელ პირებს შორის სროლა მოხდა. ინციდენტის შედეგად ავღანეთის უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი დაიღუპა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გერმანიის შეიარაღებული ძალების „ტვიტერის“ გვერდზე ვრცელდება.

„დღეს დილით ქაბულის აეროპორტის ჩრდილოეთ შესასვლელთან, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და დაუდგენელ პირებს შორის სროლა მოხდა. დაიღუპა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთი თანამშრომელი და დაიჭრა კიდევ სამი“, – ნათქვამია გერმანიის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, ორმხრივ სროლაში გერმანელი და ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

მსგავსი