„ბიბისი“ - ქაბულის აეროპორტი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის ქვეშააა
„ბიბისი“ - ქაბულის აეროპორტი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის ქვეშააა

ქაბულის აეროპორტი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის ქვეშააა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის გამო, ავსტრალია, აშშ და დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ თავი შეიკავონ ქაბულის აეროპორტში მისვლისგან, ხოლო ვინც უკვე აეროპორტის მახლობლად იმყოფება მოუწოდებენ, რომ სასწრაფოდ დატოვონ მიმდებარე ტერიტორია. ჯერ არ კონკრეტდება ინფორმაცია, თუ ვის მიერ ან რა სახის ტერორისტული თავდასხმა იგეგმება აეროპორტზე.

ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესი 14 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 82 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. აეროპორტის შიდა და გარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იმყოფება, რომლებიც ქვეყნიდან გამგზავრებას ელოდებიან. საევაკუაციო პროცესის დასრულების ვადა 31 აგვისტოს იწურება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, „თალიბანი“ საევაკუაციო პროცესის გახანგრძლივების წინააღმდეგია, თუმცა მათი თქმით, ხელს არ შეუშლიან იმ ავღანელებს და უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ.