პუტინმა ნავალნისა და სააკაშვილის ქმედებები ერთმანეთს შეადარა 
პუტინმა ნავალნისა და სააკაშვილის ქმედებები ერთმანეთს შეადარა 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ არ დაუშვებს, რუსეთი მეორე უკრაინად იქცეს.

პუტინმა ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ქმედებები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ქმედებებს შეადარა.

ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ქსენია სობჩაკის კითხვაზე პასუხად გააკეთა. სობჩაკმა ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნიზე და სხვა ოპოზიციონერ კანდიდატებზე დაუსვა შეკითხვა, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობისთვის დაბრკოლებები ექმნებათ.

„ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პოზიტიური ქმედებების მკაფიო, გასაგები პროგრამით. თქვენ არჩევნებზე გადიხართ ლოზუნგით „ყველას წინააღმდეგ“. ეს პოზიტიურია? რას გვთავაზობთ პრობლემების გადასაჭრელად? ის პერსონაჟები, ვისაც თქვენ ასახელებთ, ჩვენი სააკაშვილები არიან. თქვენ გინდათ რომ სააკაშვილის ნაირებმა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინონ? რომ ჩვენ ერთი მაიდნიდან მეორეზე გადავდიოდეთ? გინდათ რომ კვლავ არეულობები გვქონდეს? დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას ეს არ სურს. გარწმუნებთ, ხელისუფლებას არავის ეშინია. თუმცა ხელისუფლება არ უნდა იყოს ზარმაცი წვერიანი კაცი, რომელიც უყურებს, როგორ იქცევა სახელმწიფო ბუნდოვან გუბედ, საიდანაც ოლიგარქები ოქროს თევზს იჭერენ“, – განაცხადა პუტინმა.