პუტინისა და ტრამპის შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა (ვიდეო)
პუტინისა და ტრამპის შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა (ვიდეო)

საერთაშორისო მედიის დიდი მოლოდინის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრა ვიეტნამში არ შედგა. თუმცა ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს მცირე ხნით მაინც გაესაუბრა. პუტინისა და ტრამპის რამდენიმეწამიანი შეხვედრა მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენია და ამ შეხვედრის ვიდეოსაც დიდი გამოხმაურება მოყვა, თუმცა რა უთხრეს ერთმანეთს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, უცნობია.

დონალდ ტრამპის აზიური ტურნე გრძელდება. იგი იაპონიის, სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და ვიეტნამის შემდეგ ფილიპინებზე გაემგზავრა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ფილიპინელი მემარცხენე აქტივისტები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ისინი დონალდ ტრამპის პოლიტიკას აპროტესტებენ.

მანამდე ტრამპი ვიეტნამში გამართულ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრო.

ტრამპის აზიური ტურნე 12-დღიანია. ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკის არცერთ პრეზიდენტს ასეთი ხანგძლივობის ტურნე აღნიშნულ რეგიონში არ გაუმართავს.

 

ავტორი: ქეთი თუთბერიძე