BBC-ის ინფორმაციით, პუტინის თანაშემწე სურკოვი თანამდებობას მალე დატოვებს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი თანამდებობას დატოვებს, – ინფორმაციას ბრიტანული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, სურკოვი ამბობს, რომ მას არ სურს გაყინულ კონფლიქტზე მუშაობა. იგი 2013 წელს ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საკითხებში კრემლის კურატორად დაინიშნა. 2014 წლიდან კი სურკოვი უკრაინის საკითხებში ვლადიმერ პუტინის მრჩეველია.
ვლადისლავ სურკოვი ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად თანამშრომლობს სეპარატისტულ რეჟიმებთან, ასევე დონბასისა და ლუგანსკის დე ფაქტო მთავრობებთან.