პუტინის თანაშემწე - „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერების შეხვედრა შესაძლოა, პარიზში გაიმართოს
პუტინის თანაშემწე - „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერების შეხვედრა შესაძლოა, პარიზში გაიმართოს

რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტი შესაძლოა, პარიზში გაიმართოს, თუმცა შეხვედრის თარიღი დამტკიცებული ჯერ არ არის. ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

იური უშაკოვის თქმით, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის შესაძლებლობა ვლადიმერ პუტინმა და ანგელა მერკელმა 18 აგვისტოს, მეზებერგის სასახლეში გამართული მოლაპარაკებების დროს განიხილეს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ინფორმაციით, მერკელი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს, რათა მან რაიმე რეალური შედეგი გამოიღოს.