პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ ამერიკის სავაჭრო პალატამ „აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგის ხელშეწყობის ლიდერობისთვის“ დააჯილდოვა

18:45, 30.11.2025

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგის ხელშეწყობის ლიდერობისთვის“ ამერიკის სავაჭრო პალატის ჯილდო მიიღო.

ამის შესახებ დმიტრიევმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ამჟამად რუსეთში 150-ზე მეტი ამერიკული კომპანია ოპერირებს, რომელთა 70%-ზე მეტი 25 წელზე მეტია, ფუნქციონირებს. ბაიდენის პოლიტიკის გამო ამერიკულმა კომპანიებმა რუსეთში 300 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დაკარგეს“, – დაწერა დმიტრიევმა.

მსგავსი