ვლადიმერ პუტინი - მზად ვართ, დონალდ ტრამპს მოსკოვში ვუმასპინძლოთ
ვლადიმერ პუტინი - მზად ვართ, დონალდ ტრამპს მოსკოვში ვუმასპინძლოთ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს მოსკოვში ეპატიჟება. ინფორმაციას სააგენტო  Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება სამხრეთ აფრიკაში, ბრიქსის სამიტზე გააკეთა.

„კარგად მესმის, რა თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. მას აქვს შეხვედრის სურვილი. მე ამისთვის მზად ვარ. მზად ვართ, პრეზიდენტი ტრამპი მოსკოვში დავპატიჟოთ. მე ეს უკვე ვუთხარი“,- განაცხადა პუტინმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა უპასუხა ტრამპმა.

ბოლოს დონალდ ტრამპი მოსკოვში 2013 წელს იმყოფებოდა და „მის სამყაროს“ კონკურსს დაესწრო.

შეგახსენებთ, ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ფინეთში, 16 ივლისს შეხვდნენ.