პუტინი, მერკელი, მაკრონი და პოროშენკო ერთობლივ განცხადებაში უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტას მიესალმებიან
პუტინი, მერკელი, მაკრონი და პოროშენკო ერთობლივ განცხადებაში უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტას მიესალმებიან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტას მიესალმნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს თვეებში განიხილავენ ე.წ. მინსკის შეთანხმების შესრულების დაჩქარებას.

„ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერები კვლავ ადასტურებენ, რომ მინსკის შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულებას უჭერენ მხარს“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

განცხადებაში ლიდერები გამოდიან მოწოდებით, ტყვეთა გაცვლის პროცესი გააქტიურდეს.