პუტინი აშშ-ს „მაღალტექნოლოგიურ დუელს“ სთავაზობს, რა დროსაც რუსეთი კიევს ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყამს, დასავლური ანტისაჰაერო სისტემები კი, მის მოგერიებას შეეცდებიან
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს „მაღალტექნოლოგიურ დუელს“ სთავაზობს, რა დროსაც რუსეთი კიევს ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყამს, ხოლო დასავლური ანტისაჰაერო სისტემები მის მოგერიებას შეეცდებიან.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლეთს არ აქვს იარაღი, რომლითაც რუსულ რაკეტა „ორეშნიკს“ ჩამოაგდებს.
„დასავლელი ექსპერტები თუ საწინააღმდეგოს ფიქრობენ, მაშინ შემოგვთავაზონ ჩვენ და მათაც, ვინც მათ დასავლეთში ფულს უხდის, რომ აშშ-ში განვახორციელოთ ტექნოლოგიური ექსპერიმენტი, 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური დუელი. განსაზღვრონ რომელიმე სამიზნე, მაგალითად, კიევში და მოახდინონ იქ ყველა მათი ანტისაჰაერო თავდაცვისა და ანტისარაკეტო სისტემების კონცენტრაცია, ჩვენ კი, ამ სამიზნეს „ორეშნიკით“ დავარტყამთ. ვნახოთ, რა იქნება. ჩვენ ამ ექსპერიმენტისთვის მზად ვართ. მეორე მხარე თუ არის მზად?“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება სასარგებლო იქნება როგორც რუსეთისთვის, ისე ამერიკისთვის.
პუტინმა ამავე გამოსვლისას ექსპერიმენტულ ბალისტიკურ რაკეტას „თანამედროვე იარაღი უწოდა“ და თქვა, რომ ამ რაკეტის ფრენის სიშორე 5,5 ათასი კილომეტრია.
ცნობისთვის, 10 დეკემბერს პენტაგონში განაცხადეს, რომ კუნძულ გუამის სიახლოვეს ანტისარაკეტო თავდაცვის სააგენტომ ჩაატარა ტესტი, რა დროსაც პირველად შეძლო საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება.