პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

18:51, 06.12.2017

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას მეოთხე ვადით წარადგენს.

ამის შესახებ მოქმედმა პრეზიდენტმა ავტოქარხანაში ვიზიტის დროს განაცხადა.

„დიახ, მე მივიღებ მონაწილეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში“, – აცხადებს პრეზიდენტი.

ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტს 2000-2008 წლებში იკავებდა, 2008-დან 2012 წლამდე კი რუსეთის პრემიერ-მინისტრის რანგში მოქმედებდა. 2012 წლიდან კი მესამე ვადით რუსეთის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.

მსგავსი