„პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი ნათია ლევერაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
„პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი ნათია ლევერაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

„პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი ნათია ლევერაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ლევერაშვილი ყვება, პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა პანდუსიდან.

„დემონსტრაციას 9 აპრილის ქუჩისკენ გავყევი. პოლიციამ ტროტუარებზე გადასვლისკენ მოგვიწოდა, ყველა დაემორჩილა და ტროტუარზე გადავედით. გადაწყვიტეს, რომ მოგვწოლოდნენ და შეიქმნა ჭყლეტა. ამ ჭყლეტაში მოვყევი, უკან ვიწეოდი, რომ გამოვრიდებოდი, მაგრამ დავინახე, რომ ხალხი ძირს ეყარა, კამერები ხვდებოდათ თავში. შემდეგ ვიღაც დააკავეს და გადავწყვიტე, წინ მივსულიყავი, ფოტოებს ვიღებდი. ისეთი ჭყლეტა შეიქმნა, რომ ღობეზე ავძვერი, ვიფიქრე, გავიხედავ და თან ფოტოებს გადავიღებ-მეთქი. ამ დროს დავინახე, რომ შსს-ს ხალხმა, საპატრულო პოლიცია არ იყო, თმაში მომკიდა ხელი  და ჩამომიღო ზედა პანდუსიდან. რატომ მირტყამ-მეთქი, ვუთხარი, ჩავებღაუჭე და კიდევ ერთხელ მკრა ხელი. უკან რომ გამოვიხედე, უკვე ჩემი თანამშრომლები იყვნენ და ტერიტორიიდან გამომარიდეს“, – განაცხადა ლევერაშვილმა.

ამასთან, NEWS.On.ge-ს ინფორმაციით, პოლიცია თავს დაესხა გამოცემის მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება.