„პუბლიკა“ შალვა პაპუაშვილის საპასუხო განცხადებას ავრცელებს
„პუბლიკა“ შალვა პაპუაშვილის საპასუხო განცხადებას ავრცელებს

შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით. პაპუაშვილის ამ განცხადებას „პუბლიკის“ თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად, – ამის შესახებ „პუბლიკას“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცახდებაშია აღნიშნული, „პუბლიკა“ ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს.

„„პუბლიკა“ ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ. აქვე აღვნიშნავთ, რომ „პუბლიკამ“ დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე, გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე. შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით. პაპუაშვილის ამ განცხადებას „პუბლიკის“ თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დამფინანსებელი პასუხს აგებს მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე, ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია“.