„პსვ ეინდჰოვენი“ 28-ედ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი
„პსვ ეინდჰოვენი“ 28-ედ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი

ჰოლანდიის ერედივიზიონში 31 ტურის შემდეგ ჩემპიონი გამოვლინდა.

„პსვ ეინდჰოვენმა“ გასტონ პერეიროს, ლუკ დე იონგისა და სტივენ ბერგვეინის გოლებით 3:0 მოუგო ამსტერდამის „აიაქსს“.

სტუმრები შეხვედრას ცხრა კაცით ასრულებდნენ ნიკოლას ტალიაფიკოსა და სიმ დე იონგს გაძევების გამო.

ამ მატჩის შემდეგ, პსვ-ს ათით მეტი ქულა აქვს „აიაქსზე“ და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, მიუღწეველია უახლოესი კონკურენტისთვის.

ეს 24-ე ჩემპიონობაა „პსვ ეინდჰოვენის“ ისტორიაში. უფრო მეტჯერ ჰოლანდიის ჩემპიონატი მოგებული აქვს „აიაქსს“ – 33-ჯერ.