ესპანელმა ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენი“ ზამთარში სათამაშო პრაქტიკის დეფიციტის გამო დატოვოს. ამის შესახებ გაზეთი Le Parisien წერს.
28 წლის ფეხბურთელი ბოლოჯერ სასტარტო შემადგენლობაში 22 ნოემბერს იყო, ბოლო ოთხი მატჩიდან სამში კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
მარკო ასენსიომ ძირითადში ადგილი დაკარგა მას შემდეგ, რაც ტრავმისგან აღდგენა მოახერხა გონსალუ რამუშმა.
ლიგა 1-ში ჩატარებულ 11 მატჩში ასენსიომ ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.