პსჟ-სთან კონტრაქტის გაწყვეტა სერხიო რამოსს 24 მილიონს მოუტანს #1TVSPORT
პსჟ-სთან კონტრაქტის გაწყვეტა სერხიო რამოსს 24 მილიონს მოუტანს #1TVSPORT

ფრანგულ პრესაში უკვე არა ერთხელ დაიწერა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ განიხილავს სერხიო რამოსთან კონტრაქტის გაწყვეტას, თუმცა, პარიზულ გუნდს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება.

რამოსი პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, ესპანელს ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია ახალი გუნდის შემადგენლობაში.

გამოცემა FourFourTwo იტყობინება, რომ კონტრაქტის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენმა“ სერხიოს 24 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

ამასთან, არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ თანამშრომლობის უფრო ნაკლებ თანხად შეწყვეტის შესახებ და ამის შემდეგ, რამოსი შეძლებს ახალი კლუბის ძიებას თავისუფალი აგენტის სტატუსით.