პსჟ-ში განმარტეს, რატომ არ მიულოცეს საჯაროდ მესის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება #1TVSPORT
პსჟ-ში განმარტეს, რატომ არ მიულოცეს საჯაროდ მესის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ჰელაიფიმ კომენტარი გაუკეთა ლიონელ მესის სიტყვებს იმის შესახებ, რომ პარიზულმა კლუბმა არ მიულოცა მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

„ყველამ ნახა, რადგან ჩვენ გამოვაქვეყნეთ ვიდეო, რომელშიც მესის მივულოცეთ ჩემპიონობა ვარჯიშზე, კერძო სიტუაციაში.

რაც შეეხება მის მიმართ პატივისცემას, ჩვენ ფრანგული კლუბი ვართ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა ამ მოვლენის სტადიონზე აღნიშვნა, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქვეყანას, რომელიც მან დაამარცხა, საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებს, ასევე გულშემატკივრებს“, – მოჰყავს ალ-ჰელაიფის სიტყვები გამოცემა RMC Sport-ს.