პსჟ სერხიო რამოსს მოელაპარაკა #1TVSPORT
პსჟ სერხიო რამოსს მოელაპარაკა #1TVSPORT

ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ იტყობინება, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ კონტრაქტის გაფორმებაზე  მოელაპარაკა „რეალის“ ყოფილ კაპიტანს სერხიო რამოსს.

წყაროს ცნობით, საბოლოო გარიგება შედგება თუ არა, დამოკიდებულია სამედიცინო გამოკვლევაზე, რომელიც 6 ივლისს ჩატარდება.

35 წლის რამოსს 2020-21 წლების სეზონში პრობლემები ჰქონდა ტრავმებთან დაკავშირებით, რის გამოც საკლუბო დონეზე ბევრი მატჩი გამოტოვა და ვერ მოხვდა ევრო 2020-ზე ესპანეთის ნაკრების საბოლოო განაცხადში.

თუ რამოსი მაინც გადავა „პარი სენ-ჟერმენში“, მაშინ პარიზული კლუბი გამოეთხოვება აბდუ დიალოს ან ტილო კერერს.