„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა დაინტერესებულია მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს შენარჩუნებით. გაზეთ L’Equipe-ის ინფორმაციით, პარიზელებს სურთ ესპანელ სპეციალისტთან კონტრაქტის გაგრძელება.
როგორც წყარო იტყობინება, პსჟ-ის შეფობას უნდა, ახალი ძვირადღირებული პროექტი ლუის ენრიკეს გარშემო ააწყოს. ხელშეკრულება მწვრთნელთან 2025 წლის ზაფხულში იწურება. თუ ახალი ხელშეკრულება გაფორმდება, 53 წლის ლუის ენრიკე უფრო მეტ მმართველობით ბერკეტს მიიღებს.
გასულ უქმეებზე „პარი სენ-ჟერმენმა“ ვადაზე ადრე მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული. გარდა ამისა, ის გასულია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და საფრანგეთის თასის ფინალში.