ინგლისური პრესის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ წინადადებით „მანჩესტერ იუნაიტედს“ ნახევარმცველ პოლ პოგბას თაობაზე მიმართა.
პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ამ ფეხბურთელისთვის ბრძოლას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებს. კლუბი მზად არის, პოგბას სანაცვლოდ „მანჩესტერს“ იულიან დრაქსლერი და ანხელ დი მარია დაუთმოს. ეს უკანასკნელი 2014-15 წლებში თამაშობდა „იუნაიტედის“ რიგებში, მაგრამ ინგლისურ გუნდს ვერ შეეწყო და „რეალში“ წავიდა.
ჯერჯერობით უცნობია მანჩესტერელთა რეაქცია ამ შეთავაზებაზე. ტრავმის გამო, ფრანგმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა.