პსჟ ობამეიანგით დაინტერესდა
პსჟ ობამეიანგით დაინტერესდა

ფრანგული პრესის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ აპირებს, „არსენალის“ ფორვარდის პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერისთვის იბრძოლოს.

ვარაუდობენ, რომ ზაფხულში პარიზულ კლუბს დატოვებს ფორვარდი ედინსონ კავანი, რომელსაც კონტრაქტი უმთავრდება და ობამეიანგი შეძლებს მისი ადგილის დაკავებას.

30 წლის გაბონელზე სხვა პრეტენდენტები არიან – „ინტერი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

ობამეიანგის მოქმედი ხელშეკრულება „არსენალთან“ 2021 წელს იწურება და ლონდონური კლუბი, შესაძლოა, დათანხმდეს ამ ზაფხულს ფეხბურთელის გაყიდვას, რათა ის მომავალ წელს კომპენსაციის გარეშე არ დაკარგოს.

ობამეიანგი „არსენალში“ 2018 წლის იანვარში, „დორტმუნდიდან“ 64 მილიონ ევროდ გადავიდა. ლონდონურ კლუბში მან 97 მატჩი ჩაატარა და 61 გოლი გაიტანა.