პსჟ ნამდვილად გაიფორმებს გონსალო რამუშსა და უსმან დემბელეს - ეს კვირის ბოლოს მოხდება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ ახლოს არის „ბარსელონადან“ უსმან დემბელესა და „ბენფიკადან“ გონსალო რამუშის შეძენასთან.
როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, პარიზელები ამ ორ ფეხბურთელს უახლოეს საათებში ან დღეებში გაიფორმებენ. საფრანგეთის ჩემპიონი ამ მოთამაშეებთან დაკავშირებით გარიგების დახურვას მიმდინარე კვირის ბოლოს გეგმავს.
პარალელურად, გამოცემა RMC Sport-ი იტყობინება, რომ პარიზელები მოელაპარაკნენ 22 წლის რამუშს და ახლა, რჩება კომპრომისის გამონახვა „ბენფიკასთან“ მოლაპარაკებებისას.
ლისაბონური კლუბი თავისი საუკეთესო ბომბარდირისთვის დაახლოებით 80 მილიონ ევროს ითხოვს. პსჟ მზად არის, ეს თანხა გადაიხადოს. რამუშის ტრანსფერის დასასრულებლად მხოლოდ მცირე დეტალებია მოსაგვარებელი. სამედიცინო შემოწმება უახლოეს დღეებში შედგება.