პსჟ მერვედფინალში გაჭირვებით გავიდა – ჩემპიონთა ლიგა, VI ტური, F ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* პსჟ-მ ზედიზედ მესამედ დაასრულა ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე. მას გაუსწრო „მანჩესტერ სიტიმ“, „ბენფიკამ“ და „დორტმუნდმა“.
* „მილანი“ პირველად გადავიდა ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ლიგაზე.
* კრისტიან პულიშიჩს ჩემპიონთა ლიგაზე რვა გოლი დაუგროვდა. ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლებს შორის ეს მესამე შედეგია მექსიკელი ხავიერ ერნანდესისა (14 გოლი) და ტრინიდადელი დუაიტ იორკის (11) შემდეგ.
*პსჟ ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. უფრო გრძელი სერია „რეალსა“ (21) და „ბაიერნს“ (16) ჰქონიათ.
* პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 24 წელი და 260 დღე იყო. არც ერთ კლუბს ასეთი ახალგაზრდა შემადგენლობა 2001 წლის 14 თებერვლის შემდეგ არ ჰყოლია.
F ჯგუფი
დორტმუნდი-პსჟ 1:1
გოლები: 1:0 ადეიემი (51), 1:1 ზაირ ემერი (56)
ნიუკასლი-მილანი 1:2
გოლები: 1:0 ჟოელინტონი (33), 1:1 პულიშიჩი (59), 1:2 ჩუკვუეზე (84)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. დორტმუნდი | 6 | 3 | 2 | 1 | 7-4 | 11 |
| 2. პსჟ | 6 | 2 | 2 | 2 | 9-8 | 8 |
| 3. მილანი | 6 | 2 | 2 | 2 | 5-8 | 8 |
| 4. ნიუკასლი | 6 | 1 | 2 | 3 | 6-7 | 5 |