პსჟ მერვედფინალში გაჭირვებით გავიდა - ჩემპიონთა ლიგა, VI ტური, F ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* პსჟ-მ ზედიზედ მესამედ დაასრულა ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე. მას გაუსწრო „მანჩესტერ სიტიმ“, „ბენფიკამ“ და „დორტმუნდმა“.
* „მილანი“ პირველად გადავიდა ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ლიგაზე.
* კრისტიან პულიშიჩს ჩემპიონთა ლიგაზე რვა გოლი დაუგროვდა. ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლებს შორის ეს მესამე შედეგია მექსიკელი ხავიერ ერნანდესისა (14 გოლი) და ტრინიდადელი დუაიტ იორკის (11) შემდეგ.
*პსჟ ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. უფრო გრძელი სერია „რეალსა“ (21) და „ბაიერნს“ (16) ჰქონიათ.
* პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 24 წელი და 260 დღე იყო. არც ერთ კლუბს ასეთი ახალგაზრდა შემადგენლობა 2001 წლის 14 თებერვლის შემდეგ არ ჰყოლია.
F ჯგუფი
დორტმუნდი-პსჟ 1:1
გოლები: 1:0 ადეიემი (51), 1:1 ზაირ ემერი (56)
ნიუკასლი-მილანი 1:2
გოლები: 1:0 ჟოელინტონი (33), 1:1 პულიშიჩი (59), 1:2 ჩუკვუეზე (84)
|
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1. დორტმუნდი |
6 |
3 |
2 |
1 |
7-4 |
11 |
2. პსჟ |
6 |
2 |
2 |
2 |
9-8 |
8 |
3. მილანი |
6 |
2 |
2 |
2 |
5-8 |
8 |
4. ნიუკასლი |
6 |
1 |
2 |
3 |
6-7 |
5 |