პსჟ მბაპეს თაობაზე „რეალთან“ მოლაპარაკებებს არ გამართავს #1TVSPORT
პსჟ მბაპეს თაობაზე „რეალთან“ მოლაპარაკებებს არ გამართავს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ ამ ზაფხულს არ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას მადრიდის „რეალთან“ ან რომელიმე სხვა კლუბთან ფორვარდ კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე, – ამის შესახებ წერს გამოცემა Mundo Deportivo.

ცნობილია, რომ ამ ზაფხულს „რეალისთვის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე სწორედ 22 წლის ფრანგი ფეხბურთელია. თავად მბაპესაც ძალიან უნდა „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვება და უკვე თხოვა კიდეც პარიზული კლუბის პრეზიდენტს „რეალში“ გაყიდვა. წყაროს ცნობით, პსჟ-ის მიზანია – დაარწმუნოს ფეხბურთელი გუნდში დარჩენაზე.

„რეალი“ ძალიან ყურადღებით აკვირდება ყველაფერს, რაც „პარი სენ-ჟერმენში“ ხდება და გამზადებული წინადადება აქვს მბაპეს თაობაზე – მადრიდელები მზად არიან 150 მილიონი ევროს გადასახდელად, თუ პარიზელები მოლაპარაკებებს დათანხმდებიან.

პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ გამოუცხადა თავის ფეხბურთელებს – მბაპე ამ სეზონში ნამდვილად არ დატოვებს თავის ამჟამინდელ კლუბს.

კილიანის მიმდინარე კონტრაქტი პარიზელებთან მომავალი წლის ზაფხულში იწურება.