ფეხბურთში ქვეყნის ჩემპიონი გამოვლინდა საფრანგეთში. 33-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე მიიღო მეორე ადგილზე მყოფი „მონაკო“ და 7:1 გაანადგურა ის. პარიზელებმა მეტოქეს 17 ქულით გაასწრეს და ხუთი ტურით ადრე გაინაღდეს ჩემპიონობა.
გოლები პარიზელთა მხრიდან გაიტანეს – ლო სელსომ (2), დი მარიამ (2), კავანიმ და დრაქსლერმა. კიდევ ერთი გოლი საკუთარ კარში „მონაკოს“ ფორვარდმა რადამელ ფალკაომ გაიტანა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ მეშვიდედ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი – 1986, 1994, 2013, 2014, 2015, 2016, 2018, „მონაკომ“ კი ოფიციალურად დაკარგა შარშან მოპოვებული ტიტული.