პსჟ-მ საფრანგეთის ლიგის თასი პენალტების სერიაში მოიგო
პსჟ-მ საფრანგეთის ლიგის თასი პენალტების სერიაში მოიგო

„პარი სენ-ჟერმენმა“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორე ტიტული მოიპოვა – პარიზულმა კლუბმა საფრანგეთის თასის შემდეგ, საფრანგეთის ლიგის თასიც მოიგო.

„ლიონის“ წინააღმდეგ ფინალური მატჩი უგოლოდ დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც პარიზელებმა უკეთ შეასრულეს – 6:5. ერთადერთი 11-მეტრიანი ლიონელმა, ბერტრან ტრაორემ ვერ გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენისთვის“ ეს იყო მეცხრე გამარჯვება ამ ტურნირზე. ასე რომ, თომას ტუხელის გუნდმა 2019-20 წლების სეზონში ყველა საშინაო ტურნირი მოიგო.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო საფრანგეთის ლიგის თასის უკანასკნელი გათამაშება, რადგან ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გააუქმა ეს ტურნირი.

დატოვე კომენტარი