პსჟ-მა მოიგო, ნეიმარმა სერიოზული ტრავმა მიიღო [ვიდეო]

საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ლიდერმა „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე 3:0 გაანადგურა უახლოესი მდევარი „მარსელი“. პარიზელთა მხრიდან გოლები გაიტანეს ედინსონ კავანიმ და კილიან მბაპემ, კიდევ ერთი ბურთი თავის კარში როლანდუმ შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ეს ზედიზედ მე-18 მოგება იყო საკუთარ მოედანზე.
პარიზელებმა სატურნირო ცხრილში სხვაობა გაზარდეს. „მონაკო“ პსჟ-ს 14 ქულით ჩამორჩება, „მარსელი“ – 16-ით.

ჩემპიონატის ლიდერი 10 ფეხბურთელით ასრულებდა თამაშს. მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო ნეიმარმა. ბურთისთვის ბრძოლაში მან ცუდად დადგა ფეხი მინდორზე და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

მოგვიანებით, პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ გულშემატკივრები დაამშვიდა. მან განაცხადა, რომ ბრაზილიელის ტრავმა მძიმე არ არის.

„ნეიმარმა შესაძლოა, ითამაშოს ცხრა დღის შემდეგ „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩში“, – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.