პსჟ-მა მბაპეს პირველ გუნდში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ გამოაცხადა, რომ კილიან მბაპე დაბრუნდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში.
„პსჟ-სა და კილიან მბაპეს შორის ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური მოლაპარაკებების შემდეგ ფეხბურთელი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს“, – წერია პარიზული კლუბის განცხადებაში.
უფრო ადრე გამოცემა RMC Sport-მა დაწერა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მხარეებს შორის პოზიციები დაახლოვდა. პსჟ ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი, რათა სიტუაცია თავის სასარგებლოდ შეცვალოს.
კერძოდ, კლუბს სურს, შეასრულოს რამდენიმე დაპირება, რომელიც მბაპეს 2022 წლის გაზაფხულზე მისცა. ლუკა ერნანდესისა და უსმან დემბელეს შეძენა ნაბიჯია ამ მიმართულებით. გარდა ამისა, პსჟ-ს სურს, გაიფორმოს ფორვარდი რანდალ კოლო მუანი. ლუის ენრიკეს დანიშვნაც მთავარ მწვრთნელად შეესაბამება მბაპეს თავდაპირველ მოლოდინებს.
„პარი სენ-ჟერმენს“ კვლავინდებურად სურს მბაპესთან ერთი წლით კონტრაქტის გაფორმება – 2025 წლის ზაფხულამდე. ახალ ხელშეკრულებაში ჩაიწერება გარანტია 2024 წელს „რეალში“ გადასვლაზე.
„პარი სენ-ჟერმენმა“ არც ისე წარმატებით დაიწყო ლიგა 1-ის 2023-24 წლების სეზონი – შაბათს, პირველ ტურში პარიზელებმა 0:0 ითამაშეს „ლორიანის“ წინააღმდეგ.