პსჟ-მა ფრედ ითამაშა და საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT
პსჟ-მა ფრედ ითამაშა და საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა „სტრასბურს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

კვარაცხელია თავიდან სათადარიგოთა შორის იყო. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ის თამაშში 61-ე წუთზე ჩართო, როდესაც მისი პსჟ 2:3-ს აგებდა. პარიზელებმა მატჩის გადარჩენა მოახერხეს – 79-ე წუთზე გამთანაბრებელი გოლი მაიულუმ გაიტანა.

რვა ტურის შემდეგ პსჟ-ს 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს, ხოლო 16 ქულით მეორე ადგილზეა „სტრასბური“.