პსჟ-მა დაადასტურა – ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია ჩაუტარდება #1TVSPORT

13:35, 21.10.2026

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა მძიმე აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელისთვის სეზონი დასრულებულია.

„გუშინ, „ბარსელონასთან“ მატჩში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს დღეებში ოპერაციას ჩაუტარდება“, – წერია პსჟ-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მომხდარს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა.

„ხვიჩა კვარაცხელიას წინა ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი და მისთვის სეზონი უკვე დასრულებულია. პსჟ-მა დაადასტურა, რომ ქართველ ვინგერს ოპერაცია ჩაუტარდება. მალე გამოჯანმრთელდი, კვარა!“ – წერს ფაბრიციო რომანო.

ხვიჩა კვარაცხელია არც ისე მცირე ხანი დაისვენებს და ნოემბერში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.

მსგავსი