პსჟ-მ 2025-26 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა, დიზაინი შთაგონებულია ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობით #1TVSPORT
პსჟ-მ 2025-26 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა, დიზაინი შთაგონებულია ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობით #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ წარადგინა 2025-26 წლების სეზონის საშინაო ფორმა.

პარიზული კლუბი პირველად ითამაშებს Nike-ის ბრენდის ახალი კომპლექტით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.

„კიდევ უფრო ლეგენდარული, ვიდრე ოდესმე, „პარი სენ-ჟერმენის“ საკულტო საშინაო ფორმა გაფორმებულია ბადისებრი გრაფიკით, რომელიც შთაგონებულია ეიფელის კოშკის ლითონის კონსტრუქციებით. ამით პატივი მიეგო ქალაქის არქიტექტურულ მემკვიდრეობას.

პარიზის ქუჩებიდან „პარკ დე პრენსის“ ტრიბუნებამდე, ეს მაისური უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფორმა. ეს არის იმ თაობის ფორმა, რომელიც ფეხბურთს აღიქვამს როგორც კულტურას და საქმისადმი ერთგულებას“, – წერია „პარი სენ-ჟერმენის“ განცხადებაში.