პსჟ იმედოვნებს, რომ მბაპე კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენში“ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი კილიან მბაპეს მომავალთან დაკავშირებით.
ადრე გახდა ცნობილი, რომ „რეალმა“ ახალი წინადადებით მიმართა პარიზულ კლუბს. კერძოდ, მადრიდელები მბაპეს ხელფასის სახით წელიწადში 26 მილიონ ევროს შესთავაზებენ, კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ კი ფორვარდი ბონუსის სახით 130 მილიონ ევროს მიიღებს.
ასეთი შეთავაზების მიუხედავად, პარიზელები სიმშვიდეს ინარჩუნებენ, – წერს გაზეთი L’Equipe. აღნიშნავენ, რომ მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ ბედნიერია და ეს იმედიანად განაწყობს ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას. მათ სჯერათ, რომ 25 წლის ფეხბურთელი გააგრძელებს კონტრაქტს, რომელსაც 2024 წლის ზაფხულში გასდის ვადა.
ამ სეზონში მბაპემ 22 ოფიციალურ მატჩში 21 გოლი გაიტანა.