პსჟ-ის ფეხბურთელებმა „რეალთან“ მოგებაზე „პაქტი“ დადეს
პსჟ-ის ფეხბურთელებმა „რეალთან“ მოგებაზე „პაქტი“ დადეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა, საბრძოლო სულის ასამაღლებლად, გუნდის შიდა კრება ჩაატარეს, – იტყობინება Telefoot-ი.

ფრანგული კლუბის ყველაზე ავტორიტეტული ფეხბურთელები – ტიაგო მოტა, დანი ალვეში და მარკინიოსი გახდნენ ერთგვარი პაქტის ინიციატორები, რომელსაც „ერთობა და სოლიდარობა“ დაარქვეს. ფეხბურთელებმა ერთმანეთს აღუთქვეს, რომ არ დაუშვებენ ჩემპიონთა ლიგიდან კიდევ ერთ „დამამცირებელ გავარდნას“.

შარშან „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონასთან“ ორი მატჩის ჯამში წააგო იმის მიუხედავად, რომ პირველი შეხვედრა 4:0 მოიგო (1:6 – განმეორებით მატჩში). ამ სეზონში პარიზელებმა მერვედფინალის პირველი მატჩი 1:3 დათმეს სტუმრად „რეალთან“, მიუხედავად იმისა, რომ თავად გახსნეს ანგარიში.

პსჟ-ში ყველა დარწმუნებულია, რომ საპასუხო მატჩში სასურველი ანგარიშით მოგებას მოახერხებენ. თამაში პარიზში 6 მარტს გაიმართება.