პსჟ და მილანი კავანისა და დონარუმას გაცვლიან
პსჟ და მილანი კავანისა და დონარუმას გაცვლიან

ინტერნეტრესურს Premium Sport-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენსა” და “მილანს” შორის საინტერესო გაცვლა იგეგმება. იტალიური კლუბი დაინტერესებულია პარიზელთა ურუგვაელი ფორვარდით ედინსონ კავანით.

თავის მხრივ, პსჟ იმედოვნებს მილანელთა ძირითადი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას გადაბირებას.

ვარაუდობენ, რომ სასურველი ფეხბურთელების ხელში ჩასაგდებად, გუნდები ზაფხულში გაცვლას განახორციელებენ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონარუმას ოჯახს “მილანის” ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა, კავანი კი “პარი სენ-ჟერმენის” დატოვებას ფიქრობს, რადგან კლუბის ჩემპიონთა ლიგიდან კიდევ ერთხელ გამოვარდნის გამო იმედგაცრუებულია.