პსჟ ახლოა „მონაკოს“ მთავარი ვარსკვლავის ტრანსფერთან #1TVSPORT
„მონაკოს“ ნახევარმცველი მაგნეს აკლიუში ახლოს არის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან. ჟურნალისტმა სანტი აუნამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა პარიზული კლუბის მთავარ მწვრთნელთან ლუის ენრიკესთან გასაუბრების შემდეგ, ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.
წყაროს ცნობით, აკლიუში პსჟ-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. საფრანგეთის ჩემპიონი გეგმავს „მონაკოსთან“ მოლაპარაკებების დაჩქარებას. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც დასრულდება „პარი სენ-ჟერმენიდან“ „ატლეტიკოში“ კორეელი ნახევარმცველის კან-ინ ლის ტრანსფერი.
გასული საკლუბო სეზონის 43 მატჩში აკლიუშმა შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.