Provax.ge-ზე დღეიდან ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვაა შესაძლებელი
Provax.ge-ზე დღეიდან ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვაა შესაძლებელი

ვებგვერდ Provax.ge-ზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვა. აღნიშნული ინფორმაცია მოქალაქეებისთვის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ვებგვერდი provax.ge ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. Provax.ge-დან დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ პასუხები ვაქცინაციის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია შემეცნებითი ვიდეორგოლები, ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკა და საქართველოში „კოვიდ-19“-ზე ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.