„პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია დღეს გაიმართება
„პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკონსტიტუციო ინიციატივის „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

„როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საკონსტიტუციო ინიციატივა – „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გაიმართება.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს.

პრეზენტაცია 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება”, – აღნიშნულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.