„პრომეთეს“ ჯილდოს მოპოვებას შვიდი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი შეეცდება
„პრომეთეს“ ჯილდოს მოპოვებას შვიდი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი შეეცდება

თბილისის რიგით მე-18 კინოფესტივალმა საკონკურსო სექციებში ფილმების მიღება დაასრულა. კინოფესტივალი სექციაში „ქართული პანორამა“ სამ ნომინაციაში: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის გასცემს სპეციალურ ჯილდოს „პრომეთე“.

მხატვრული ფილმების საკონკურსო ჩამონათვალში მოხვდა 2017 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები, რომელთა უმეტესობამაც უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.

„ქართულ პანორამაში“ წარმოდგენილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩამონათვალი ასეთია:

1. „საშიში დედა“ – რეჟისორი ანა ურუშაძე

2. „სავარძელი“ – რეჟისორი ელდარ შენგელაია

3. „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ –  რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი

4. „ხიბულა“ – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი

5. „ლუკა“ – რეჟისორი გიორგი ბარაბაძე

6. „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“ – რეჟისორი ელენე ნავერიანი

7. „ნამე“ – რეჟისორი ზაზა ხალვაში

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი 4-დან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.