პრომესი შეიძლება აიაქსში გადავიდეს
პრომესი შეიძლება აიაქსში გადავიდეს

ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდი ქვინსი პრომესი, რომელიც „სევილიაში“ თამაშობს, ზაფხულში, შესაძლოა, ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდეს, – ამტკიცებს ესპანური გამოცემა „სპორტი“.

თუმცა, ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ 27 წლის ჰოლანდიელის გამოსასყიდი თანხა მეტად მაღალია – 150 მილიონი ევრო – და ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ტრანსფერს.

პრომესის ამჟამინდელი კონტრაქტი „სევილიასთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. გასულ სეზონში მან 33 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში და მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.