ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდი ქვინსი პრომესი „სევილიადან“ ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა, – იტყობინება ჰოლანდიური კლუბის პრესსამსახური. 24 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი ხუთწლიანია – 2024 წლის ზაფხულამდე.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „აიაქსი“ „სევილიას“ მინიმუმ 22 მილიონ ევროს გადაუხდის.
გასულ სეზონზე პრომესმა 33 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში და მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, რასაც სამი შედეგიანი გადაცემა დაუმატა. ცოტა ხნის წინ, ჰოლანდიის ნაკრებში პრომესმა მეორე ადგილი დაიკავა ერთა ლიგაზე.