პროკურორობის კანდიდატი - მთავარ პროკურატურაში აუცილებელია ცვლილებების განხორციელება
პროკურორობის კანდიდატი - მთავარ პროკურატურაში აუცილებელია ცვლილებების განხორციელება

მთავარი პროკურორობის კანდიდატი ნინო გოგნიაშვილი აცხადებს, რომ მთავარ პროკურატურაში აუცილებელია ცვლილებების განხორციელება.

„მთავარ პროკურატურაში აუცილებელია ცვლილებების განხორციელება, ეს თვალსაჩინოა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ჩემს ხედვას დეტალურად წარვუდგენ საპროკურორო საბჭოს. პროკურატურაში განსახორციელებელია სტრუქტურული ცვლილებები, ასევე დახვეწას საჭიროებს მიდგომები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. გასაუბრება მომავალ კვირას არის, დარწმუნებული ვარ, ღირსეული კანდიდატი იქნება შერჩეული”, – განაცხადა გოგნიაშვილმა.

საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარუდგინა – შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი.  მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი.