პროკურორმა ნიკა მელიას მიმართა - საუბარი როცა იქნება ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებაზე, თქვენთან ერთად ვიქნები, მაგრამ ახლა ბრალი ეხება საქართველოს სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმას
პროკურორმა ნიკა მელიას მიმართა - საუბარი როცა იქნება ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებაზე, თქვენთან ერთად ვიქნები, მაგრამ ახლა ბრალი ეხება საქართველოს სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმას

საუბარი როცა იქნება ისეთ მოქმედებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის ინტერესს, თქვენთან ერთად ვიქნები ყველგან, მაგრამ ბრალი ეხება საქართველოს სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმას, – ასე მიმართა პროკურორმა ია დარჯანიამ სასამართლო სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას.

„29 წელია, ვატარებ ამ მოწმობას და მინდა, გაჩუქოთ თქვენ. მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი და ომი მაქვს გავლილი. წელიწადი და სამი თვე დაბომბებში ვცხოვრობდი, თქვენგან განსხავავებით რუსთაველზე არ ვყოფილვარ. დარწმუნებული ვარ, ომში კი არა, ჯარში არ იყავით არც ერთი. როცა საუბარი იქნება ისეთ მოქმედებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის ინტერესს, თქვენთან ერთად ვიქნები ყველგან, მაგრამ ბრალი ეხება საქართველოს ცენტრში, თბილისის გულში, საქართველოს სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმას“, – განაცხადა ია დარჯანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმეზე პროცესი რამდენიმე საათია, მიმდინარეობს.