პროკურორის მაოდგილე - პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებს ველოდებით
პროკურორის მაოდგილე - პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებს ველოდებით

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს.

„დანიშნული არის შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნებიც ჯერ მიღებული არ არის. ველით ექსპერტიზის დასკვნებს“, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემრილან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სპეცრაზმელს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

პანკისის ხეობაში სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – განაცხადეს სუს-ში.