პროკურორის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მკვლელობის დროს იარაღის გასროლის ადგილიდან შემთხვევის ადგილამდე მანძილმა 306 მეტრი შეადგინა
პროკურორის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მკვლელობის დროს იარაღის გასროლის ადგილიდან შემთხვევის ადგილამდე მანძილმა 306 მეტრი შეადგინა

ვაშა-ფშაველას გამზირზე მკვლელობის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ბრალდებული პოლიციელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.

როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდების მხარემ მოცემულ ვითარებაში გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები: ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და ბრალდებულის პიროვნება.

„მითითებული იქნა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე. სასამართლომ აღნიშნული მიიჩნია რელევანტურად და სრულად იქნა დაკმაყოფილებული ბრალდების მხარის შუამდგომლობა. გარდა ამისა, დავამატებთ, რომ ბრალდების წარდგენის შემდგომ დამატებით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც დადგინდა ზუსტი მანძილი. ანუ გასროლის ადგილიდან შემთხვევის ადგილზე მანძილმა შეადგინა 306 მეტრი. შსს-ს თანამშრომელი ღამის საათებში იმ ვითარებაში, როდესაც გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახელობის უმეტესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, გავიდა აივანზე და „ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ განახორციელა გასროლა. კორპუსის მიმართულებით გასროლილი ტყვიიდან ერთ-ერთი მოხვდა ვაჟა-ფაშაველას გამზირზე მცხოვრებ ქალბატონს, რომელიც მიღებული ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადა პროკურორმა.

არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დღეს შეეფარდა.